სსიპ კოლეჯის "მერმისი" დირექტორი ნონა ღუდუშაური შეხვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილეს ანდრია ბასილაიას. კოლეჯის დირექტორმა მერის მოადილეს, ქ. თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ზაზა ცინაძესა და სამსახურის წარმომადგენელებს გააცნო კოლეჯში მომდინარე სასწავლო პროცესი.
აღსანიშნავნია ის ფაქტი, რომ კოლეჯი "მერმისი" თბილისის მერიასთან თანამშრომლობს 2017 წლიდან და პროექტის ფარგლებში თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებული ჰყავს 850-მდე ბენეფიციარი.