სსიპ კოლეჯში "მერმისი" სწავლის მსურველ პირთა საყურადღებოდ!!!
ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა, სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება;
28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
მესამე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
1. ელექტროობა - ხანგრძლივობა 9 თვე
2. კულინარიის ხელოვნება - ხანგრძლივობა 16 თვე
3. კონდიტერია - ხანგრძლივობა 16 თვე
მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელშიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებია ინტეგრირებული
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
1. სასტუმრო მომსახურება (ინტეგრირებული) - ხანგრძლივობა 2 წელი
2. სარესტორნო მომსახურება (ინტეგრირებული) - ხანგრძლივობა 2 წელი
"სასტუმრო მომსახურებისა" და "სარესტორნო მომსახურების" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მიზნით ჩატარდება ტესტირება და მოტივაციური გასაუბრება, ხოლო "კულინარიის ხელოვნების", "კონდიტერიისა" და "ელექტროობის" პროგრამებზე ჩატარდება მოტივაციური გასაუბრება
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: https://vet.emis.ge
საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, მობრძანდეთ კოლეჯში (ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი N9ა).
დამატებით კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ კოლეჯის სოციალურ ქსელში ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომრებზე 2 14 76 63; 2 14 78 87;
კოლეჯი „მერმისი“ გისურვებთ წარმატებებს