მთავარი კოლეჯის ისტორია
2012 წელს ქ. თბილისში არსებული 4 პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის შედეგად, მისამართზე დავით გურამიშვილის 72/ბ (ამჟამად დავით გურამიშვილის ჩიხი №9/ა) დაფუძნდა სსიპ პროფესიული კოლეჯი „მერმისი“, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა დროს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული 45 პროფესიული სასწავლებლის სამართალმემკვიდრეს.
ყოველწლიურად დაწესებულებაში 1700-მდე პროფესიული სტუდენტი და მსმენელი სწავლობს. კოლეჯში დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.
პროფესიული განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ დაწესებულება განვითარების გზით მიდის. დაწესებულება ერთ-ერთი პირველი ჩაერთო დუალური და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების პროცესში.
კოლეჯის წარმატებებზე მეტყველებს ისიც, რომ 2018 წლიდან კოლეჯმა გამარჯვება მოიპოვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსებში „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო დაწესებულება (2018წ.),
საუკეთესო სტუდენტი (2020წ.),საუკეთესო მასწავლებელი (2022წ.),
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (2023წ. – „სამკერვალო წარმოება“),
საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი (2025 წ.).
ასევე, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ „2018 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით“ დაჯილდოვდა.
ამასთან, ევროპული განვითარების ფონდის (ETF) მიერ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,მერმისი" მაგალითზე ინკლუზიური პროფესიული განათლება საუკეთესო, ინოვაციურ და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ პირველ წარმატებულ ინიციატივად დასახელდა. აღნიშნულმა ინიციატივამ ასობით სისტემის მიღმა დარჩენილ ადამიანს გაუხსნა გზა ღია შრომის ბაზრისაკენ. შედეგზე ორიენტირებული, თანამშრომლობითი, ეფექტური და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა - ასე შეფასდა ინკლუზიური პროფესიული განათლება საქართველოში. ევროპული განვითარების ფონდის მიერ ქ. ბრიუსელში კოლეჯის დირექტორს ნონა ღუდუშაურს საპატიო პრიზი გადაეცა. გამოიცა პუბლიკაცია საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური პროფესიული განათლების წარმატებული შემთხვევების შესახებ.
2025 წლის 7 მარტს სსიპ კოლეჯი „მერმისი“ თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობისთვის ETF მიერ შეტანილია სერტიფიცირებული პროფესიული განათლების Excellence პროვაიდერების საჯარო ონლაინ რეესტრში /Open Space“ https://openspace.etf.europa.eu/vocati…/lepl-college-mermisi, რომელიც ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაუკავშირდნენ განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებს. რეესტრი შექმნილია იმისათვის, რომ გაზარდოს კოლეჯის ცნობადობა და ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების ზრდას.
კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების, მოკლევადიან (სასერტიფიკატო) პროგრამებზე სწავლის მსურველ პირთათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისათვის. კოლეჯი თავისი საქმიანობით შესაბამისობაშია ავტორიზაციის ყველა, ხუთივე სტანდარტთან. ის წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებას პროფესიული განათლების სისტემაში.