საკონტაქტო ინფორმაცია

მეილი: info@mermisicollege.edu.ge

ტელეფონი: 2 14 78 87; 2 14 76 63

პროფორიენტაცია:

სსიპ კოლეჯ "მერმისის" პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს აპლიკანტების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების, დასაქმებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის პროცესში.

სამსახურის საქმიანობა მოიცავს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების ჩატარებას როგორც კოლეჯის აპლიკანტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. კონსულტაციების ფარგლებში მსურველები იღებენ ამომწურავ ინფორმაციას კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების, კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული განათლების უპირატესობების შესახებ. პროფორიენტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული პროგრამების შესაბამისობას ადგილობრივი და რეგიონული შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ განახლებული ინფორმაცია მოთხოვნადი პროფესიების, დასაქმების ტენდენციებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ, რაც მათ ეხმარება ინფორმირებული პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

ინდივიდუალური კონსულტაციის პროცესში ხორციელდება პიროვნების შესაძლებლობების, ინტერესების, პროფესიული მიზნების, სოციალური და დემოგრაფიული მონაცემების შესწავლა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში ასახვა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე კონსულტანტები აპლიკანტებთან ერთად არჩევენ მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ პროფესიული სწავლების შესაბამის მიმართულებაზე გადამისამართებას.

სამსახური ასევე უწევს კონსულტაციებს იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი ბიზნესის დაწყებითა და თვითდასაქმების შესაძლებლობებით. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული მხარდაჭერის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კოლეჯის არაერთი კურსდამთავრებული სამსახურის რეკომენდაციით წარმატებით დასაქმდა სხვადასხვა პროფესიულ სფეროში.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური მუდმივად თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებლებთან, სისტემატურად იკვლევს არსებულ და პერსპექტიულ ვაკანსიებს და მიღებულ ინფორმაციას ოპერატიულად უზიარებს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. სამსახური ორგანიზებას უწევს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის პროცესს, ახორციელებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მონიტორინგს და აქტიურად უწყობს ხელს მათ წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კურსდამთავრებულთა ჯგუფური დასაქმების პრაქტიკას, რაც წარმოადგენს კოლეჯის ერთ-ერთ წარმატებულ გამოცდილებას.

კოლეჯ "მერმისის" პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური მუდმივად ფლობს ინფორმაციას პროფესიული განათლების, დასაქმებისა და შრომის ბაზრის სიახლეების შესახებ, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს პროფესიული არჩევანი თანამედროვე მოთხოვნებსა და რეალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით გააკეთონ. პროფესიული კონსულტაცია ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში, პროფესიული განვითარების დაგეგმვასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებაში.

კოლეჯის სტუდენტებისთვის სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა ორგანიზებულია წამყვან პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, მათ შორის: "პარაგრაფ თბილისი", "დაბი ჯგუფი ჯორჯია", "ბლესინგი", "ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი", "ავთანდილ ცქვიტინიძე", "ჯეო ემ ტექ", "პრემიერა ტმ", "ჯიემჯეი ჯორჯია", "ფავორიტი სტილი", "ვოგგ", "ჯი ემ თი მთაწმინდა", "ჯი ემ თი სასტუმროები", "ელიტა", "მეგობრობა", "ბილტმორი", "რადისონ ბლუ ივერია", "ბაუფლექსი", "ჩემი ოფისი", "პნევმო პრო", "თეგეტა მოტორსი", "ელიტ მოტორსი", "პორშე", "ჯი-თი მოტორსი" და სხვა წარმატებულ ორგანიზაციებთან.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯის სტუდენტთა დაახლოებით 5060% დასაქმების შეთავაზებას ჯერ კიდევ საწარმოო პრაქტიკის პერიოდში იღებს, რაც პრაქტიკული სწავლების მაღალი ხარისხისა და დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

კოლეჯ "მერმისში" ასევე ხორციელდება მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია შრომის ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებზე და მოქალაქეებს სწრაფი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

კოლეჯი ფუნქციონირებს თანამედროვე, ეროვნული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ხარისხიანი პროფესიული განათლების მისაღებად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. კარიერისა და პროფორიენტაციის სამსახური აპლიკანტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პროფესიული ორიენტაციის მრავალფეროვან რესურსებს, თანამედროვე საინფორმაციო მასალებს, ინტერნეტსერვისებსა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და წარმატებულ კარიერულ წინსვლას.

კოლეჯ "მერმისის" მთავარი მიზანია თითოეულ სტუდენტს შეუქმნას ყველა აუცილებელი პირობა პროფესიული განათლების მიღების, კონკურენტუნარიანი უნარების განვითარების, წარმატებული დასაქმებისა და ღირსეული კარიერული მომავლის შესაქმნელად.