სსიპ კოლეჯი "მერმისი" - ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების მიმართულებით, დარგობრივი კონკურსის "პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიისათვის" გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობდა 15 პროფესიული კოლეჯი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ახორციელებენ პროგრამას „სამკერვალო წარმოება“. კოლეჯის "მერმისი" გუნდს მენტორობდა მოდის სფეროს ცნობილი და წარმატებული დიზაინერი - ალექსანდრე ახალკაციშვილი.
კოლექციაზე "სტიქიური მოვლენები" იმუშავეს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სამკერვალო წარმოება" პროფესიულმა მასწავლებლებმა: ლია მიქელთაძემ, იამზე ნოზაძემ, გურამ შარვაძემ და სტუდენტებმა. კოლექცია ტყავის აქსესუარებით გააფორმა ეკატერინე ბურჯალიანმა