სსიპ კოლეჯი "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე
ვაკანსიის დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე: 09:30-დან 18:30-მდე.
თანამდებობრივი სარგო: 900 (ცხრაასი) ლარი.
დასაქმების ადგილის რაოდენობა: 1 ადგილი
ფუნქციები:
- მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემურ სრულყოფაზე, ზრუნავს და კონტროლს უწევს პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მის განვითარება–განახლებას;
- სწავლების ხარისხის შემოწმების მიზნით ესწრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეოებებს;
- ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, მათი მუშაობის სისტემატური შეფასებითა და უწყვეტი განვითარების გზით;
- მონაწილეობას ღებულობს მოდულების კალენდარული გეგმების თემატიკისა და აქტივობების სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის დადგენაში;
- ახორციელებს შეხვედრებს კოლეჯის მასწავლებლებთან პროფესიულ სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის უკეთ დაძლევის მეთოდების საკითხებზე;
- უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების მიზნით კოლეჯის პროფესიული მასწავლებლების, პროფესიული სტუდენტების მიერ კითხვარების შევსების პროცედურას;
- მონაწილეობას იღებს სწავლის შედეგების შეფასების ვერიფიკაციის პროცესში;
- ახორციელებს პროფესიული სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირთა აკადემიური მოსწრების შესახებ მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას;
- კონსულტაციას უწევს პროფესიულ მასწავლებლებს კალენდარული გეგმების შემუშავების კუთხით;
- მუდმივად თანამშრომლობს პროფესიულ მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე, აცნობს მასწავლებლებს შეფასების სისტემას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
დ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ე) ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ვ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ზ) გუნდური მუშაობის უნარი;
თ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
ი) კომუნიკაციის უნარი;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ლ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (vacancy@mermisicollege.edu.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV/რეზიუმე;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9/ა
ელ.ფოსტა: vacancy@mermisicollege.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 032 214 76 62; 5 77 50 40 44
საკონტაქტო პირი: HR მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერი - მაკა მჭედლიშვილი
განცხადებების მიღების ვადაა 23 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით.