9 ივლ

SES ექსპერტის ვიზიტი

            სსიპ კოლეჯის „მერმისი“ დირექტორის ნონა ღუდუშაურის ინიციატივით 2019 წლის 23 ივნისიდან კოლეჯში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სამკერვალო წარმოების მიმართულების SES ექსპერტი სინიორ პეტერ მორთიმერ პინდერ-ბრაუნი. ვიზიტი ხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანიის ეკონომიკის ფონდის (SES) პროგრამის ფარგლებში. 
         ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამკერვალო სფეროში სწავლების გაუმჯობესება. ექსპერტმა გააცნო კოლეჯის „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებაში ჩართულ პედაგოგებსა და პროფესიულ სტუდენტებს სამკერვალო სფეროში ევროპული სწავლების მეთოდები. ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დროის გადანაწილება, სასწავლო მეთოდები, სასწავლო გეგმის შედგენა და მისი ადაპტირება დუალური პროფესიული სწავლების სისტემასთან, ახალი სწავლების მეთოდების განხორციელება.

სიახლეები

ვაკანსია

5 ნოემბერი 2025

საბუთების მიღება

5 ნოემბერი 2025

ვაკანსია

3 ნოემბერი 2025

განათლება

30 ოქტომბერი 2025

ვაკანსია

24 ოქტომბერი 2025