24 აპრ

კონკურსი

სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ აცხადებს კონკურსს კოლეჯის ლოგოს ესკიზის შესაქმნელად

 

  1. კონკურსის პირობები
  • ლოგოს ესკიზის პროექტი შესრულებული უნდა იყოს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით;
  • ლოგოს კონცეფცია კავშირში უნდა იყოს პროფესიულ განათლებასთან. იგი უნდა გამოხატავდეს კოლეჯი „მერმისი“-ს, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციას;
  • არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ლოგოებთან;
  • მარტივად უნდა თავსდებოდეს დაწესებულების ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე (სავიზიტო ბარათზე, კალამზე, ვებ-გვერდზე და ა.შ.);
  • მარტივად უნდა შეიძლებოდეს ლოგოს ზომის ცვლილება, მისით  მანიპულირება;
  • ლოგო უნდა იყოს: ვიზუალურად მიმზიდველი

ადვილად აღსაქმელი, დასამახსოვრებელი

თანამედროვე დიზაინის

  მარტივი და უნიკალური

  • ლოგო უნდა შეიცავდეს წარწერას: სსიპ კოლეჯი მერმისი (LEPL COLLEGE MERMISI)
    ლოგოს უნდა ჰქონდეს ორენოვანი წარწერა - ქართულ
    და ინგლისურ ენაზე;
  • გამარჯვებულ ლოგოზე სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯსმერმისი უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება;
  • ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPG ფაილის სახით, ასევე ვექტორული გამოსახულებით (ნებისმიერი ვექტორული პროგრამა);
  • გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: 1.ვიზუალური მხარე;

                                                                                             2.კონცეფცია.
 

  • საკონკურსო კომისია საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით;
  • კომისია არ გამოავლენს გამარჯვებულს, თუ კომისიის წევრების მიერ ვერ მოხერხდება გამარჯვებული ლოგოს შერჩევა;
  • საკონკურსო ნამუშევრები მსურველებმა უნდა წარმოადგინონ კოლეჯის კანცელარიაში  ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: mermisicollege@gmail.com
  • ლოგოს თან უნდა ახლდეს ლოგოს კონცეფციის მოკლე განმარტება.
  • ერთი მონაწილის მიერ დასაშვებია არაუმეტეს ორი ნამუშევრის წარმოდგენა.
  1. ზოგადი კრიტერიუმები
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ ნებისმიერ პედაგოგს და პროფესიულ სტუდენტს.
  • კონკურსი ტარდება ერთ ტურად.
  • დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონკურსთან დაკავშირებით ყველა დამატებით საკითხზე მიმართონ კოლეჯის საკონტაქტო პირს.

საკონტაქტო პირი: კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - თამარ ბერძენიშვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: 2 14 76 63; 577 50 41 40

 

  1. კონკურსის ჩატარების ვადები
  • კონკურსის გამოცხადება -2019 წლის 24 აპრილი
  • ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა - 2019 წლის 19 მაისი
  • გამარჯვებულის გამოვლენა - 2019 წლის 01 ივნისამდე

 

  1. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

 

  • გამარჯვებული ლოგოს პროექტი გადადის ორგანიზატორის სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.
  • კონკურსი და მისი შედეგები გამოცხადდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.