9 მარ

ვაკანსია

 

 

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“

ესაჭიროება გიდის პედაგოგი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის განხრით;

**მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში;

**საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, რელიაგიისა და კულტურის ცოდნა;
** მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

**კომუნიკაციის უნარი;

**თვითგანვითარების უნარი;

**ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

**გადმოცემის უნარი. 
** შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
** უნარების განვითარების და შემოქმედების სურვილი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** ინიციატივა;
** მაღალი სამუშაო დისციპლინა, შეთანხმებული სამუშაო ვადების პატივისცემა.

ძირითადი მოვალეობები:

1. სასწავლო პროცესის და შესაბამის პროფესიულ სფეროში სასწავლო კურსების გაძღოლა/სწავლება;
2. მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სასწავლებლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
3. რეგულარულად აწარმოოს სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განვითარება/სრულყოფა;
4. მოამზადოს საგამოცდო და სასწავლო მასალა, უზრუნველყოს სტუდენტთა შეფასება სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასთან;
5. მონაწილეობდეს საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწის პროცესში;
6. ესწრებოდეს და მონაწილეობდეს სასწავლებლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში;
7. დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმები;
8. შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.


დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ-მისამართზე: mermisicollege@gmail.com

 

სხვა სიახლეები | ვაკანსია