კოლეჯმა „მერმისი“ 2024 წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. სსიპ კოლეჯი "მერმისი" პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2023-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში: წლის პროფესიული განათლების პროგრამა - სამკერვალო წარმოება.
კოლეჯის დირექტორს ნონა ღუდუშაურს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადასცა სპეციალური პრიზი.
კოლეჯი „მერმისი“ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს: ათასწლეულის გამოწვევის ფონდს-საქართველოს MGA Geogia, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პატარკაციშვილი-გუდავაძის ფონდს, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოს პარლამენტს, ამერიკისა და ისრაელის საელჩოს საქართველოში.