22 მაისი

მიღება

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "მერმისი" 2019 წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ ტესტირებაში კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!!!

კოლეჯში "მერმისი" ჩასარიცხად 22 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 ბ) აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)  აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის) მოთხოვნის შესაბამისად საბაზო 

ან სრული ზოგადიგანათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი), 

რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო (სრული) ზოგადი განათლების მიღების გარეშე.

 

დადგენილ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

სხვა სიახლეები | განათლება

მიღება

| 21მაისი, 2019