15 დეკ

ვაკანსია

 

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "მერმისი" ესაჭიროება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი 

 

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე, 13:30-დან 21:30-მდე.

თანამდებობრივი სარგო: - 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი.

სამუშაო ადგილი:სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“, მისამართი:  თბილისი, გურამიშვილის 72 ბ;

დასაქმების ადგილის რაოდენობა: 1 ადგილი

განაცხადების წარდგენის ვადა: 15.12.2017- 29.12.2017

 

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:

 

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  სტუდენტის დახმარება სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური  აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში.

 

დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის და სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული (დავალებული) აქტივობების  განხორციელება;
  2.  სამუშაო და სასწავლო მასალის ადაპტირება სტუდენტის სასწავლო და თვით მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
  3. შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური  აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში;
  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით (ადმინისტრაციასთან, პროფესიული სასწავლებლის  მასწავლებელთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინატორთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


სასურველი პროფესია: ფსიქოლოგი, სპეც.მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი:ბაკალავრი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების, რეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში.

სამუშაო გამოცდილება:არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება სოც უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, განათლების ან ინკლუზიური განათლების სფეროში. დაიშვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან აღმზრდელად ან ძიძად მუშაობის გამოცდილების მქონე პირები.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და MS PowerPoint

სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა, რუსული ენა.

 

      მინიმალური კომპეტენცია:

 

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  • საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
  • პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები);
  • ეროვნული სასწავლო გეგმა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანება)
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

 

სხვა სპეციალური მოთხოვნები:

საჯარო სკოლებში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში,  დღის ცენტრებში  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ფუნქციური უნარების შეფასებისა

 კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და განხორციელების;

კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის და/ან სწავლების.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:

–      სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;

–      დამატებით აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • ავტობიოგრაფია / CV (ფოტოსურათთან ერთად)
  • სამოტივაციო წერილი
  • სარეკომენდაციო წერილი დასაქმების ადგილიდან
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი)
  • კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები

 

საბუთების მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: mermisicollege@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

 2 14 76 62; 2 14 76 63.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 22 დეკემბერი.

სხვა სიახლეები | ვაკანსია