17 მაისი

ვაკანსია

სსიპ კოლეჯი "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე

 

                                                                    პოზიციის დასახელება

მოდულის ,,სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა, ცვლის მოვალეობები და აუდიტი“  პროფესიული განათლების მასწავლებელი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/პროფესიით მუშაობის  გამოცდილება/შესაბამისი პროფესიის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების პოზიციაზე/სასტუმროს მართვის პროგრამა  ,,opera”-ში  მუშაობის  გამოცდილება.

ფუნქციები:

  1. ახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა სწავლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  ,,სასტუმრო მომსახურება“ მოდულის გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად;
  2. შეიმუშავებს მოდულის კალენდარულ გეგმას;
  3. შეიმუშავებს მოდულით გათვალისწინებულის სწავლის შედეგის შეფასების ინსტურმენტებს;
  4.  საჭიროების შემთხვევაში ახდენს სტუდენტებისათვის დამატებითი შეფასების ჩატარებას;
  5. უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირებას;
  6. იყენებს სწავლების სხვადასხვა მეთოდს პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისთვის, აცნობიერებს ურთიერთკავშირს სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის;
  7.  იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
  8.  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ვალდებულებებს.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, სასტუმროს მართვის პროგრამა ,,opera”

სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • თვითგანვითარების უნარი;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო დისციპლინა.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება განხორცილდება ფაქტობრივად ჩატარებული საათების მიხედვით.

 

აუცილებელია კანდიტატმა გამოაგზავნოს კოლეჯის ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@mermisicollege.edu.ge  შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. CV/რეზიუმე;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ცნობა სამსახურიდან.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

მისამართი: . თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9/

ელ.ფოსტა: vacancy@mermisicollege.edu.ge 

  

საკონტაქტო ტელეფონები: 032 214 76 62; 5 77 50 40 44

 

საკონტაქტო პირი - HR მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერი - მაკა მჭედლიშვილი

 

განცხადებების მიღების ვადა 17  მაისიდან 18 მაისის   ჩათვლით.

სიახლეები

ანონსი

5 აპრილი 2021

ვაკანსია

23 თებერვალი 2021

მიღება

15 თებერვალი 2021

ვაკანსია

5 თებერვალი 2021

შეთავაზება

16 დეკემბერი 2020