სსიპ კოლეჯი "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე
პოზიციის დასახელება
მოდულის ,,სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა, ცვლის მოვალეობები და აუდიტი“ პროფესიული განათლების მასწავლებელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/პროფესიით მუშაობის გამოცდილება/შესაბამისი პროფესიის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების პოზიციაზე/სასტუმროს მართვის პროგრამა ,,opera”-ში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები:
- ახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა სწავლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სასტუმრო მომსახურება“ მოდულის გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად;
- შეიმუშავებს მოდულის კალენდარულ გეგმას;
- შეიმუშავებს მოდულით გათვალისწინებულის სწავლის შედეგის შეფასების ინსტურმენტებს;
- საჭიროების შემთხვევაში ახდენს სტუდენტებისათვის დამატებითი შეფასების ჩატარებას;
- უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირებას;
- იყენებს სწავლების სხვადასხვა მეთოდს პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისთვის, აცნობიერებს ურთიერთკავშირს სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის;
- იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
- ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ვალდებულებებს.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, სასტუმროს მართვის პროგრამა ,,opera”
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- თვითგანვითარების უნარი;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი სამუშაო დისციპლინა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება განხორცილდება ფაქტობრივად ჩატარებული საათების მიხედვით.
აუცილებელია კანდიტატმა გამოაგზავნოს კოლეჯის ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@mermisicollege.edu.ge შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV/რეზიუმე;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა სამსახურიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9/ა
ელ.ფოსტა: vacancy@mermisicollege.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 032 214 76 62; 5 77 50 40 44
საკონტაქტო პირი - HR მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერი - მაკა მჭედლიშვილი
განცხადებების მიღების ვადა 17 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით.