12 ოქტ

კონკურსი

📣📣📣სსიპ კოლეჯის „მერმისი“ პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ !!!

🔴🔵გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP)

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program - YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში.

🔴🔵პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

✅განაცხადის წარდგენა

✅ ორ-ეტაპიანი ონლაინ გამოცდა

✅ გასაუბრება.

🔴🔵ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამივე ეტაპს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.

🔴🔵2015 წლის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილებით, წელს საქართველო კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში.

🔴🔵მონაწილეობის კრიტერიუმები:

✅ ონლაინ გამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3 წლიანი აკადემიური ხარისხი.

✅ განმცხადებლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს

✅ ინგლისური და/ან ფრანგული ენების თავისუფლად ფლობა.

გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით.

🔴🔵2020 წლის საგამოცდო მიმართულებებია:

✅ მართვა და ადმინისტრირება;

✅ გლობალური კომუნიკაციები;

✅ პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები.

🔴🔵განაცხადის წარდგენა:

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით: careers.un.org /inspira.un.org

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ:

• YPP Communications toolkit: https://hr.un.org/page/ypp-2020-communications-toolkit

• YPP page on the UN Careers Portal - https://careers.un.org/ypp

• UN Careers social media:

United Nations Careers

o twitter.com/un_careers

🔴🔵განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

გადმოწერა

სხვა სიახლეები | კონკურსი