29 ოქტ

2018 წლის საშემოდგომო მიღება

2018 წლის საშემოდგომო პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო.

 

პროფესიული ტესტირებისათვის ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებ გვერდიდან www.vet.emis.ge.

საგამოცდო ბარათის აღება შესაძლებელია 2 ნოემბრის ჩათვლით.

საგამოცდო ბარათში, რეგისტრირებული აპლიკანტების პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებულია ის საგამოცდო ცენტრი და მისამართი, სადაც აბარებს ტესტირებას. ასევე ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

 

პრეტესტი ჩატარდება 3 ნოემბერს.

 

ტესტირება - 4 ნოემბერს.

 

ინფორმაცია 2018 წლის საშემოდგომო პროფესიულ ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის (საგნების) შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდებზე:

 

• სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - https://naec.ge/#/ge/post/1830

 

• კოლეჯი - http://mermisicollege.edu.ge/posts/147

სხვა სიახლეები | მიღება