29 აგვ

ვაკანსია

ვაკანსიის დასახელება: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი

 

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე: 13:30-დან 21:30-მდე.

თანამდებობრივი სარგო: 600 (ექვსასი) ლარი.

სამუშაო ადგილი: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“, მისამართი:  თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9 ა;

დასაქმების ადგილის რაოდენობა: 1 ადგილი

 

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  სტუდენტების ( მათ შორის ეტლით მოსარგებლე სტუდენტების) დახმარება სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური  აქტივობების (საჭიროების შემთხვევაში მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში.

 

დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის და სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული (დავალებული) აქტივობების  განხორციელება;
  2.  სამუშაო და სასწავლო მასალის ადაპტირება სტუდენტის სასწავლო და თვით მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
  3. შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური  აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში;
  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით (ადმინისტრაციასთან, პროფესიული სასწავლებლის  ასწავლებელთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინატორთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

სასურველი პროფესია: ფსიქოლოგი, სპეც.მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების, რეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში.

სამუშაო გამოცდილება: არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება სოც უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, განათლების ან ინკლუზიური განათლების სფეროში. დაიშვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან აღმზრდელად ან ძიძად მუშაობის გამოცდილების მქონე პირები.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და MS PowerPoint

სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა, რუსული ენა.

 

      მინიმალური კომპეტენცია:

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  • საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
  • პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები);
  • ეროვნული სასწავლო გეგმა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანება)
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სხვა სპეციალური მოთხოვნები:

საჯარო სკოლებში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში,  დღის ცენტრებში  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ფუნქციური უნარების შეფასებისა

 კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და განხორციელების;

კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის და/ან სწავლების.

დამატებითი ინფორმაცია

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;
  • დამატებით აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

 

  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია
    • ავტობიოგრაფია / CV (ფოტოსურათთან ერთად)
    • სამოტივაციო წერილი
    • სარეკომენდაციო წერილი დასაქმების ადგილიდან
    • პირადობის მოწმობის ასლი
    • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი)
    • კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები

 

საბუთების მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: mermisicollege@gmail.com  2018 წლის 29 აგვისტოდან  07 სექტემბრის  ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

 2 14 76 62; 2 14 76 63.

577 50 41 40 თამარ ბერძენიშვილი (საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი)

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2018 წელი

სხვა სიახლეები | ვაკანსია