29იან

წიგნის პრეზენტაცია

სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" სამკერვალო სპეციალობების მიმართულებით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისი განვითარების სააგანტოს (USAID) "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" (EPI) პროგრამის ფარგლებში. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

31დეკ

მილოცვა

სსიპ პროფესიული კოლეჯი "მერმისი" გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს. წარმატებები და სიხარული, ბედნიერება და წინსვლა მოეტანოს ახალ 2014 წელს.

25დეკ

საშობაო არდადეგები

სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" საშობაო არდადეგები გაგრძელდება 28 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით

28ნოე

ქველმოქმედება

მ/წლის 26 ნოემბერს სსიპ პროფესიული კოლეჯის "მერმისი" თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აქციაში და უსასყიდლოდ გაიღეს სისხლი.

25ნოე

ვაკანსია

სსიპ პროფესიული კოლეჯი "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო, შრომის სამართლისა და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების მასწავლებლის პოზიციაზე

22ნოე

სტუდენტთა სია

სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" 2013-2014 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთა სია

11ნოე

მეორადი ჩარიცხვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!2013 წლის შემოდგომის მიღების პროფესიულ ტესტირებით ჩარიცხულ სტუდენტთათვის სწავლა დაიწყება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს.

1ნოე

სწავლა

მიმდინარე წლის 23-28 ოქტომბერს სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს ტრენინგი. ტრენინგის თემაა "შეფასების სისტემა პროფესიულ განათლებაში". ტრენინგს უძღვება ქ-ნი მაია ხურცილავა. ტრენინგის მსვლელობისას მიმდინარეობს საუბრები პროფესიულ პროგრამებსა და სასწავლო სილაბუსების შემუშავება-შეფასებაზე, პროფესიული სტუდენტის შეფასებასა და ხარისხის გაუმჯობესების ევროპულ მიდგომებზე.

25ოქტ

ტრენინგი

ყურადღება!!! სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" ა.წ. 23 - 24 - 25 - 26 - 28 ოქტომბერს წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები: 1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ნოტარიულად დამოწმებული 2. პირადობის მოწმობის ასლი 3. ორი ფოტოსურათი 3x4.   კოლეჯის დირექცია