15 სექ

პროექტი

 

სასწრაფო ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის

პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ და ქალაქ თბილისის მერია იწყებს პროექტს

 

„პროფესიული განათლება - დასაქმებისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა “.

 

პროექტი მოიცავს სამუშაოს მაძიებელ პირთათვის, პროფესიული უნარების განვითრების გზით, სოციალური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობას.

 

მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება


2017 წლის 25 სექტემბერს და გაგრძელდება 2017 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

 

პროექტში დაშვების აუცილებელი წინაპირობა:

 

• პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისში;
• პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი;

 

პროექტის ფარგლებში უპირატესობით ისარგებლებენ:

  1. სოციალურად დაუცველი პირები
  2. მარტოხელა მშობლები
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები
  4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები
  5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი პირების ოჯახის წევრები

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• საბაზო/ზოგადი/ტექნიკური/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• 2 ფერადი ფოტოსურათი (3x4);
• პირადი განცხადება

 

პროექტში ჩართული პირები გადამზადდებიან სრულიად უფასოდ შემდეგ სპეციალობებზე:

 

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
სავალი ნაწილის ტექნიკოსი