2017 წლის 18-19 ივლისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანიის ეკონომიკის ფონდის (SES) ექსპერტები დითერი და გაბი ფიშერები.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების მიერ კოლეჯის შეფასება, კერძოდ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა "მზარეულის" ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ სასწავლო პროცესს. განხორციელდა შეხვედრები კოლეჯის დირექციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, "მზარეულის" სპეციალობის პედაგოგებთან.