11 მაისი

მიღება

 

2017 წლის გაზაფხულის მიღების პროფესიულ ტესტირებაზე კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!!!

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს 11 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით

 

კოლეჯში ჩასარიცხად აპლიკანტმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

 

ა) პირადი (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

 

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

 

გ)  2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

 

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის) მოთხოვნის შესაბამისად საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო (სრული) ზოგადი განათლების მიღების გარეშე.