27 აპრ

ვიზიტი

მიმდინარე წლის 26 აპრილს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“ სტუმრად ეწვივნენ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენდნენ საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენს“ სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კონფერენცია მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში განხორციელებული ინიციატივებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვორლდ ვიჟენი ახორციელებს პროექტებს. კონფერენციის მონაწილეები კოლეჯში „მერმისი“ გაეცნენ პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ მიმდინარეობას, მიიღეს ინფორმაცია წარმატებულ შემთხვევებსა და მაგალითებზე.