15 მარ

ესტონელების ვიზიტი

 

    კოლეჯის „მერმისი“ დირექტორი ქალბატონი ნონა ღუდუშაური მიმდინარე წლის 13-14 მარტს ქართული-ესტონური პროექტის "ესტონური საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ქართული პროფესიულ განათლების კონკურენტუნარიანობის  მხარდასაჭერად სექტორი II“ ფარგლებში შეხვდა ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტებს: ლეა ორროს, მარიკა სადეიკოსა და კალლე ტომს.

 

 ესტონელი ექსპერტების ვიზიტის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულების გარე შეფასება (პილოტირება) კოლეჯში ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარებისათვის.

 ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები კოლეჯის დირექციისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის“ და სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტის“ სპეციალობის პედაგოგებთან და სტუდენტებთან.

 ესტონელი ექსპერტები შეხვდნენ ზემო აღნიშნული სპეციალობების დამსაქმებლებს. განხორციელდა გასვლითი შეხვედრა შპს „ნატახტარში“.

სიახლეები

ვაკანსია

5 ნოემბერი 2025

საბუთების მიღება

5 ნოემბერი 2025

ვაკანსია

3 ნოემბერი 2025

განათლება

30 ოქტომბერი 2025

ვაკანსია

24 ოქტომბერი 2025