12 ოქტ

იჩქარეთ

მიმდინარე წლის 14 მაისს სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" გაიმართა კონფერენცია ინკლუზიური განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და კომპეტენციის განსაზღვრის მიზნით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ კოლეჯის ადმინისტრაცია და მასწავლებლები. სტუმრებს შორის იყვნენ ინკლუზიური განათლების პროექტის დირექტორი - მარიკა ზაქარეიშვილი, საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები, ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის ასისტენტი - ბესიკ ცხოვრებაშვილი და ინკლუზიური პროფესიული განათლების ტრენერები. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია თემაზე "ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიულ კოლეჯებში". იყო აზრთა გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურას და გაეცნენ სასწავლო პროცესს.