სსიპ კოლეჯში "მერმისი" სწავლის მსურველ პირთა საყურადღებოდ!!!
ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა, სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება;
კოლეჯი "მერმისი" 11 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. ელექტროობა - ხანგრძლივობა 13 თვე
2. იატაკისა და ფილის სამუშაოები - ხანგრძლივობა 17 თვე
3. თმის მომსახურება - ხანგრძლივობა 10 თვე
4. მომინანქრება - ხანგრძლივობა 12 თვე
5. მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება - ხანგრძლივობა 15 თვე
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: https://vet.ge
საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, მობრძანდეთ კოლეჯში (ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი N9ა).
დამატებით კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ კოლეჯის სოციალურ ქსელში ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომრებზე 2 14 76 63; 2 14 78 87;
კოლეჯი „მერმისი“ გისურვებთ წარმატებებს