სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" სამკერვალო სპეციალობების მიმართულებით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისი განვითარების სააგანტოს (USAID) "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" (EPI) პროგრამის ფარგლებში. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.