5 ნოე

საბუთების მიღება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი
  • 1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი და ასლი , რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო (სრული) ზოგადი განათლების მიღების გარეშე.
  • უცხოეთში ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების მქონე პირის (აპლიკანტმა) მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა წარმოდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ (დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი).
  • 17 წლიდან 27 წლის ჩათვლით ვაჟმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საჭიროების შემთხვევაში: გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა.

დოკუმენტების წარუდგენლობა/არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

2025 წელს ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთათვის სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 25 ნოემბერს

 

სიახლეები

ვაკანსია

3 ნოემბერი 2025

განათლება

30 ოქტომბერი 2025

ვაკანსია

24 ოქტომბერი 2025