12 ოქტ

კონკურსი

Worldskills Georgia არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და კერძო სტრუქტურებისა და ასოციაციების – საქართველოს სამრეწველო პალატის (GCCI), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA), საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWVG), საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა (BAG) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUS) ერთობლივი პროექტი. პროექტის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. ეს პქოეტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ტექნიკური დახმარებით. 2013 წლის 16-17 თებერვალს, თბილისის პროფესიული კოლეჯის "მერმისი" წარჩინებულმა სტუდენტებმა მონაწილება მიიღეს Worldskills Georgia–ს კონკურსში მზარეულისა და ვებდიზაინის პროფესიებში. კოლეჯის სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები. Worldskills Georgia–ს კონკურსმა ხელი შეუწყო საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასა და პოპულარიზაციას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პროფესიული განათლების მნიშვნელობას.