3 ოქტ

საუკეთესო სტუდენტი

 

🌟 ჩვენი წარმატებული სტუდენტი – ნუგზარ ხალიბეგაშვილი 🌟

სსიპ კოლეჯ „მერმისისთვის“ განსაკუთრებით საამაყოა ისეთი მოტივირებული და პასუხისმგებლიანი სტუდენტები, როგორიცაა ნუგზარ ხალიბეგაშვილი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „გრაფიკული დიზაინი” პროფესიული სტუდენტი.

ნუგზარი გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სანიმუშო დასწრებით, არამედ აქტიური ჩართულობით კოლეჯის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი ყოველთვის მზად არის საკუთარი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები კოლეჯის საქმიანობისთვის გამოიყენოს, პროფესიის შესაბამისად შეასრულოს სხვადასხვა დავალება და თავისი წვლილი შეიტანოს მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებაში.

მისი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, შემოქმედებითი ხედვა და კოლეჯის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს თანატოლებისთვის.

გვსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ ნუგზარს აქტიურობის, მხარდაჭერისა და კოლეჯის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი პროფესიული გზა მრავალი წარმატებით იქნება სავსე და მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.