განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, სსიპ კოლეჯ „მერმისმა“ რიგით მესამე თანამშრომლობით ვიზიტს უმასპინძლა, რომლის მიზანი იყო ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება“.
თანამშრომლობით ვიზიტში ვიზიტორი დაწესებულებების სტატუსით მონაწილეობდა, საქართველოს მასშტაბით, 25 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 44 წარმომადგენელი.
თანამშრომლობითი ვიზიტის ფარგლებში კოლეჯმა „მერმისმა“ ვიზიტორი დაწესებულების წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია შუალედური შეფასების ორგანიზების თავისებურებებზე, რისკებზე, დადებით მხარეებსა და პროცედურებზე.
პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა შუალედური შეფასების როლს სწავლების ხარისხის ამაღლებისა და პროგრამის შეფასების პროცესში. აგრეთვე გამართა ექსკურსია ვიზიტორთათვის კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მიმდინარე პროცესების გაცნობის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებშიც მასპინძელი დაწესებულების მიერ შერჩეულმა ორმა საჯარო და ორმა კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ვიზიტისთვის განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკის პრეზენტაცია წარადგინა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პროფესიული მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან.
საგულისხმოა, რომ ვიზიტის მეორე დღეს ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ, თანამშრომლობითი ვიზიტების განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პანელური დისკუსიების ფასილიტაციაში ჩაერთნენ ვიზიტორი კოლეჯების წარმომადგენლები.
ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენლებმა წარმოდგენილი პრეზენტაციების, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის, გარემოს დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, დაწესებულებას წარუდგინეს უკუკავშირი ვიზიტის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ თანმშრომლობით ვიზიტს არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი და თანაბრად სარგებლიანია როგორც მასპინძელი ისე ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის.
თანამშრომლობითი ვიზიტების დანერგვის საკითხში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპის განათლების ფონდმა ETF - მა, რომლის მხარდაჭერით მომზადდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.
აღნიშნული სახის ვიზიტები დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და წარმატებით ხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ევროპის განათლების ფონდის ETF - ის ვიზიტების ფარგლებში არაერთხელ იქნა გამახვილებული ყურადღება სხვადასხვა წევრი ქვეყნის მიერ.