2 სექ

2024 წლის მიღება

სსიპ კოლეჯში „მერმისი“ სწავლის მსურველ პირთა საყურადღებოდ!!!

ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა, სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება;

02 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით

მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

მესამე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება

1. თმის მომსახურება - ხანგრძლივობა 10 თვე (I ცვლა)

2. მომინანქრება - ხანგრძლივობა12 თვე (I ცვლა)

3. ელექტროობა - ხანგრძლივობა 9 თვე (II ცვლა)

4. სამკერვალო წარმოება - ხანგრძლივობა 19 თვე (I და II ცვლა)

5. მხატვრული ქსოვა - ხანგრძლივობა 16 თვე (I ცვლა)

6. ხის მხატვრული დამუშავება - ხანგრძლივობა 16 თვე (I ცვლა)

7. თექის დამზადება - ხანგრძლივობა 16 თვე (II ცვლა)

8. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება - ხანგრძლივობა 19 თვე (I ცვლა)

9. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერი - ხანგრძლივობა 11 თვე (I ცვლა)

10. სავალი ნაწილის შეკეთება - ხანგრძლივობა 11 თვე (I ცვლა)

11. მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება - ხანგრძლივობა 15 თვე (I ცვლა)

 

მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

დაშვების წინაპირობა - სრული განათლება

1. საოფისე საქმე - ხანგრძლივობა 11 თვე (I ცვლა)

პროგრამაზე სწავლის ღირებულება - 3040 ლარი

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: https://vet.emis.ge

საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, მობრძანდეთ კოლეჯში (ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი N9ა).

დამატებით კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ კოლეჯის სოციალურ ქსელში ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომრებზე 2 14 76 63; 2 14 78 87;

კოლეჯი „მერმისი“ გისურვებთ წარმატებებს