ტიხრული მინანქარი
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, ტიხრული მომინანქრების ტექნოლოგია: სპილენძისა და ვერცხლის ზედაპირის მომზადება, ტიხრების დამზადება და დამაგრება ლითონის ზედაპირზე, მინანქრის საღებავების მომზადება და დადებას ტიხრებში, მინანქრის ნაკეთობების თბური და მექანიკური დამუშავება.
პროგრამაში ისწავლება:
-
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;
- ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის გამოყენება: სპილენძის ტიხრული მინანქრის პანოს დამზადება, ვერცხლის მედალიონის (ბრტყელ მზა სხმულში) ტიხრული მინანქრის დამზადება შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:
- სხვადასხვა ლითონის ზედაპირის მომზადება მომინანქრებისათვის (სპილენძი, ვერცხლი);
- ტიხრების დამზადება მზა ესკიზის მიხედვით;
- ტიხრების დამაგრება ლითონის ზედაპირზე;
- მინანქრის საღებავის დადება;
- ფერთა პალიტრის შედგენა;
- მინანქრის დადება;
- მინანქრის გაშრობა, გამოწვა, გაცივება
- მზა ნამუშევარის დამუშავება (გაქლიბვა, გაპრიალება), დეფექტების აღმოფხვრა
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მინიმალური ასაკი 18 წელი;
- ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება
სწავლების ვადა: 2 თვე
დასაქმების სფერო:
მინანქრის სახელოსნო, თვითდასაქმება