17 ივლ

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულების დააჯილდოვების ღონისძიება

სსიპ კოლეჯში "მერმისი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულების დააჯილდოვების ღონისძიება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კოლეჯების ("მერმისი", ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია", "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი", "იკაროსი", "მოდუსი") ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და პირადად გადასცა დიპლომები.

კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლმა გიორგი ნანობაშვილმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა

სიახლეები

კონკურსი

5 ივნისი 2023

კატალოგი

20 მაისი 2023

2023 წლის მიღება

20 მაისი 2023

ვაკანსია

5 მაისი 2023

ვაკანსია

17 თებერვალი 2023