7 ოქტ

მიღება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგ: დაბადების მოწმობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა და ა.შ.);;

3. 1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო (სრული) ზოგადი განათლების მიღების გარეშე.

5. უცხოეთში ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების მქონე პირის (აპლიკანტმა) მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა წარმოდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ (დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი).

6. საჭიროების შემთხვევაში: გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა.

დოკუმენტაციის მიღება მიმდინარეობს 8 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა/არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

2021 წელს ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთათვის სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის 8 ნოემბერს.