სსიპ კოლეჯის „მერმისი“ დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა სამუშაო შეხვედრა გამართა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან. სტუმარმა დაათვალიერა კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნო სასწავლო პროცესს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან კოლეჯი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ამზადებს მსმენელებს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად 14 პროგრამაში პროექტის ,,ისწავლე და დასაქმდი’’ ფარგლებში.