იჩქარეთ!!!
გახდი პროფესიონალი და დასაქმდი!
სსიპ კოლეჯი „მერმისი“ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სთავაზობს სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლებას
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ქალის სათავიანი ტანსაცმლის კონსტრუქციულ ტექნოლოგიური დამუშავება“
სწავლის ხანგრძლივობა 3 თვე
ჩარიცხვის წინაპირობა - საბაზო განათლება
პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრების გზით
პროგრამის უპირატესობაა:
სწავლის მსურველ პირთა ასაკი შეუზღუდავია.
პრაქტიკა წარმატებულ კომპანიებში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
კურდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში, ინდივიდუალურ მეწარმედ.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2021 წლის 15 თებერვლიდან 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის 22 მარტიდან.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 4 დღე, დღის მეორე ნახევარში, დღეში 5 საათი, როგორც კოლეჯის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო სახელოსნოში, ასევე პარტნიორ კომპანიებში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www. vet.emis.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 214 76 63; 555 11 13 91