სსიპ კოლეჯი "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე
პოზიციის დასახელება:
მოდულის ,,სასტუმროსა და რესტორნის-სამზარეულოს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა“ პროფესიული განათლების მასწავლებელი სამზარეულოს სტიუარდის ნაწილში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/პროფესიით მუშაობის გამოცდილება/შესაბამისი პროფესიის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
- სამზარეულოს სტიუარდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები:
- ახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა სწავლებას შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად;
- შეიმუშავებს მოდულით გათვალისწინებულის სწავლის შედეგის შეფასების ინსტურმენტებს;
- საჭიროების შემთხვევაში ახდენს სტუდენტებისათვის დამატებითი შეფასების ჩატარებას;
- უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირებას;
- იყენებს სწავლების სხვადასხვა მეთოდს პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისთვის, აცნობიერებს ურთიერთკავშირს სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის;
- იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
- ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ვალდებულებებს.
დამატებითი მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- თვითგანვითარების უნარი;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი სამუშაო დისციპლინა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება განხორცილდება ფაქტობრივად ჩატარებული საათების მიხედვით.
აუცილებელია კანდიტატმა კოლეჯის ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. CV/რეზიუმე
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ცნობა სამსახურიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9/ა
ელ.ფოსტა: nona_gudushauri@mermisicollege.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონები
032 214 76 62; 5 77 50 40 44
საკონტაქტო პირი
HR მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერი - მაკა მჭედლიშვილი
განცხადებების მიღების ვადა 05 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით.