საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სასტუმრო ქორთიადში გაიმართა შეხვედრა: დუალური პროფესიული განათლება ტურიზმის სექტორში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სსიპ კოლეჯის "მერმისი" დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის, შპს „ციტრუსის“ მარკეტინგის მენეჯერმა თინათინ დოლიძემ და კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ლალი ბეშკენაძემ.
შეხვედრის ფარგლებში სსიპ კოლეჯს "მერმისი" და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და კოლეჯი გახდა ასოციაციის ასოცირებული წევრი.
კოლეჯი "მერმისი" მადლობას უხდის აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.