2020 წლის მიღების ფარგლებში სსიპ - კოლეჯის „მერმისი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა
იმ აპლიკანტებს, რომლებიც 2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ფარგლებში ვერ ჩაირიცხნენ დაწესებულებაში, 2020 წლის 12 ოქტომბრიდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლებლობა ეძლევთ ისარგებლონ მეორადი ჩარიცხვის უფლებით და სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში (www.vet.emis.ge) არჩევანი გააკეთონ მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც დარჩენილია ვაკანტური ადგილები.
სსიპ კოლეჯში "მერმისი" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული ვაკანტური ადგილებია:
თექის დამზადება - 7 ადგილი
ელექტროობა - 2 ადგილი
თმის მომსახურება - 1 ადგილი
მხატვრული ქსოვა - 6 ადგილი
სამკერვალო წარმოება - 6 ადგილი
საოფისე საქმე - 14 ადგილი
სასტუმრო მომსახურება (მოდულური) - 12 ადგილი
ვებტექნოლოგიები (ინტეგრირებული) - 2 ადგილი
სასტუმრო მომსახურება (ინტეგრირებული) - 4 ადგილი
ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება - 8 ადგილი
ჩარიცხვა განხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან - უმდაბლესისკენ.
სსიპ კოლეჯი "მერმისი" გისურვებთ წარმატებებს!