სსიპ კოლეჯის ‘მერმისი“ პროფესიულ სტუდენტთა/კურსდამთვრებულთა საყურადღებოდ!!!
სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს საგრანტო პროგრამას დევნილი, პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის, რომლის ფარგლებში სააგენტო უსასყიდლოდ გადასცემს მათი პროფესიის შესაბამის სახელობო იარაღებს თვითდასაქმების მიზნით.
6 ივლისიდან სააგენტომ დაიწყო "მოწყვლად დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა", რომელიც დევნილებს, რომელთაც აქვთ სოციალური ქულა 65001-დან - 100 000-მდე დაეხმარება 2 500 ლარიანი გრანტით თვითდასაქმებისთვის საჭირო სახელობო იარაღების შეძენაში.
საბუთების მიღება გაგრძელდება 27 ივლისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
2 14 01 41/43, 555 679 220.