სსიპ კოლეჯში „მერმისი“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!!!
სსიპ კოლეჯი „მერმისი“ 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
✅კულინარიის ხელოვნება - ხანგრძლივობა 15 თვე - პირველი ცვლა
✅ძრავას შეკეთება - ხანგრძლივობა 10 თვე - პირველი ცვლა
✅ ვებტექნოლოგიები - ხანგრძლივობა 27 თვე - პირველი ცვლა
✅ ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება - ხანგრძლივობა 19 თვე - მეორე ცვლა
✅ სამკერვალო წარმოება - ხანგრძლივობა 18 თვე - პირველი ცვლა
✅ თმის მომსახურება - ხანგრძლივობა 11 თვე - პირველი და მეორე ცვლა
✅ ელექტროობა - ხანგრძლივობა 9 თვე - მეორე ცვლა
✅ თექის დამზადება - ხანგრძლივობა 15 თვე - მეორე ცვლა
✅ მომინანქრება - ხანგრძლივობა 11 თვე - პირველი ცვლა
✅ ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერი - ხანგრძლივობა 11 თვე - მეორე ცვლა
✅ საოფისე საქმე - ხანგრძლივობა 11 თვე - მეორე ცვლა
✅ მხატვრული ქსოვა - ხანგრძლივობა 15 თვე - მეორე ცვლა
?? შენიშვნა: რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
კოლეჯში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 6 საათი. პირველი ცვლა იწყება 09:30 საათზე, ხოლო მეორე ცვლა – 15:30 საათზე.
ლექციებზე დასწრება ყველა პროფესიული სტუდენტისათვის სავალდებულოა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის დროს.
✅ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: vet.emis.ge
ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf?fbclid=IwAR0D8ub3CpZMYmK80nGgmMFUY55bB8VukgMp_4HsswUQMD3E3-DxPJclP9Y
? პრეტესტი ჩატარდება 31 აგვისტოს!
? მისაღები გამოცდა ჩატარდება 1 სექტემბერს!
?? ყველა სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ჰქონდეს საბაზო განათლების ატესტატი. საოფისე საქმის სპეციალობებზე სწავლისათვის საჭიროა ზოგადი განათლების ატესტატი.
✅ ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა, სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება;
? ყველა სპეციალობის კურსდამთავრებული მიიღებს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, ხოლო „ვებტექნოლოგიების“ სპეციალობის კურსდამთავრებული – სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, რაც საშუალებას მისცემს სურვილის შემთხვევაში სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში.
?? საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9 ა
2 14 76 63; 2 14 78 87