სსიპ პროფესიული კოლეჯში ”მერმისი” ხორციელდება მოკლევადიანი (6 კვირიანი) სასწავლო პროგრამა "საკერავი მანქანის ოპერატორისათვის", რომელიც ხორციელდება "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივასა" და პროფესიული კოლეჯის ”მერმისი” ერთობლივი სასწავლო პროგრამით. პროგრამის მონაწილეებს კურსის დასრულებისთანავე შეეძლებათ დაიწყონ საკერავი მანქანის ოპერატორის კარიერა და შეძენილი უნარებითა და ცოდნით საშემსრულებლო პროფესიონალიზმს მიაღწიონ. კოლეჯის კურსდამთავრებულებს საწარმოში მუშაობისათვის საჭირო ეფექტური უნარების გამოსამუშავებლად ორჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ, ვიდრე სხვა ადამიანებს.