ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“
პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსები თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის
პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.
კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!
ყველა სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე, ხოლო „ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების“ მოკლევადიან პროგრამაზე სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
სპეციალობები:
პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე კოლეჯში ადგილზე, მის: დ. გურამიშვილის ჩიხი N 9/ა; ტელ: 2 14 78 87; 577 504 474
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა
რეგისტრაციის ვადები: 09 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით