6 იან

განცხადება

სსიპ კოლეჯის „მერმისი“ პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

 

დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის“ პროგრამაზე!!!

სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის" პროგრამას.

პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მქონე ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმნანათლებლო დაწესებულებაში, აუნაზღაურდება საცხოვრებლიდან სასწავლებლამდე და სასწავლებლიდან საცხოვრებლამდე გადაადგილების ხარჯი.

პროგრამაში ჩასართავად, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით დევნილ სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ შეავსონ განაცხადის ფორმა და დაურთონ ყველა საჭირო დოკუმენტი.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.       განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2.       დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3.       ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;

4.       განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

5.       განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).

 

განაცხადები მიიღება ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში და რეგიონალურ ოფისშებში: ქ. გორი, სამების ქუჩა N1; ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27; ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106 ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@livelihood.gov.ge

დამატებით ინფორმაციისთვის  ეწვიეთ სააგენტოს ვებ-გვერდს livelihood.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 2 14 02 43/42/41;