12 ნოე

გერმანელი ექსპერტის ვიზიტი კოლეჯში „მერმისი“

 

პროფესიულ მასწავლებელთა და სტუდენტთა კვალიფიკაციისა და სწავლების ხარისხის ამაღლების, აგრეთვე, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, დირექტორის ნონა ღუდუშაურის ინიციატივით კოლეჯში „მერმისი“ სისტემატიურად ხორციელდება სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტების ვიზიტი.
ამჟამად კოლეჯში სამი კვირის განმავლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება კულინარიის ხელოვნების მიმართულების გერმანელი (SES) ექსპერტი სინიორ გიუნთერ ბანძე, რომელსაც აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც სასტუმროს, რესტორნისა და კვების დარგში, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით.
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს კულინარიის სფეროში სწავლების გაუმჯობესება, ორმაგი პროფესიული სწავლების სისტემის დანერგვაში დახმარება. ექსპერტმა კოლეჯის „კულინარიის ხელოვნების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებაში ჩართულ პედაგოგებსა და პროფესიულ სტუდენტებს გააცნო ევროპული სწავლების მეთოდები. ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი სასწავლო მეთოდები, კულინარიის ხელოვნების პროფესიაში დუალური პროფესიული განათლების დანერგვა და განვითარების გზები.