სსიპ კოლეჯის „მერმისი“ დირექტორის ნონა ღუდუშაურის ინიციატივით კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს წახალისების მიზნით გადაეცათ მადლობის სიგელი 15-16 ივნისს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის.