სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე: 09:30-დან 18:30-მდე;
შესვენება - 13:30-დან 21:30-მდე.
თანამდებობრივი სარგო: - 1000 (ათასი) ლარი.
სამუშაო ადგილი:
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“, მისამართი: თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9/ა;
დასაქმების ადგილის რაოდენობა: 1 ადგილი
ფუნქცია-მოვალეობები:
1. კოლეჯში თითოეული კომპიუტერის უზრუნველყოფა გამართული კომპიუტერული ქსელით და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი კომპიუტერული პროგრამებით;
2. თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე უმოკლეს ვადებში და სამუშაოსათვის ხელშეუშლელად, კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების ტექნიკურად აწყობა/გადაწყობა, კოლეჯის პროგრამული უზრუნველყოფა;
3. უმოკლეს ვადებში და სამუშაოსათვის ხელშეუშლელად, ხელმძღვანელთან და შესაბამის თანამშრომელთან წინასწარი შეთანხმებით რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება ადგილობრივი კომპიუტერული ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის;
4. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების შეკეთება. შეკეთების შეუძლებლობის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შუამდგომლობით მიმართვა სერვის ცენტრში შეკეთების თაობაზე;
5. კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას შესაბამისი კონსულტაციის გაწევა. კომპიუტერული ტექნიკის აღწერა/აღრიცხვა;
6. სათვალთვალო კამერების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
7. კომპეტენციის ფარგლებში მიღება- ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სასურველი პროფესია: კომპიუტერინგის მიმართულებით
სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი :ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: ორ წლიანი
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა, რუსული ენა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
• ავტობიოგრაფია / CV (ფოტოსურათთან ერთად)
• პირადობის მოწმობის ასლი
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი)
• კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები
საბუთების მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: mermisicollege@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
2 14 76 62; 2 14 76 63.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 6 მაისი.