2012 წელს კოლეჯი მხოლოდ 50-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიასთან თანამშრომლობდა, რომელთანაც ურთიერთობა მყარდებოდა ძირითადად კოლეჯის ინიციატივით. 2018 წლის მონაცემებით კი კოლეჯს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 350-ზე მეტ კომპანიასთან, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და საქმდებიან (სასტუმრო „იოტა“, სასტუმრო „ამბასადორი“, სასტუმრო „რუმსი“, შპს „ქართუ უნივერსალი თოლია“, შპს „ნიკორა ტრეიდი“, შპს „ანაგი“, შპს „ევროტექსი“, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, შპს „MEGADOORS”, შპს „ანაგი“ და სხვ). ბოლო წლებში კომპანიებთან ურთიერთანამშრომლობა ძირითადად დამსაქმებლების ინიციატივით ყალიბდება. მაგალითისთვის, შპს „ევროტექსში“ ერთდროულად საწარმოო პრაქტიკა გაიარა 30-მდე სტუდენტმა და წარმატებით დასაქმდნენ. მოტივაციის გაზრდის მიზნით წარმატებული სტუდენტები უშუალოდ კოლეჯშიც გადიან საწარმოო პრაქტიკას.
კოლეჯსა და დამსაქმებელს შორის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობის შედეგად გაიზარდა კოლეჯის კურსდამთავრებულთა პროცენტული მაჩვენებელი. 2018 წლის მონაცემებით კოლეჯის კურსდამთავრებულთა 85% დასაქმებულია პროფესიით.