სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ დირექტორის ნონა ღუდუშაურის ინიციატივით მიმდინარე წლის 28 მაისს კოლეჯში გაიმართა საკონსულტაციო-რეკრუტინგ კომპანია HR partners-ის წარმომადგენლების შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ოფისის მენეჯერის“ სტუდენტებთან.
HR partners-ის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა კომპანიებს მაღალკვალიფიციური კადრი, ამ კუთხით გეგმავს კოლეჯთან თანამშრომლობას და პროფესიულ სტუდენტთა კარიერული შესაძლებლობებისა და დასაქმების გაზრდას.