ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ზოგად ცნობებს ტანსაცმელზე და ადამიანის ტანაგებულებაზე, ქალის სამკერვალო ნაკეთობათა ასორტიმენტს და კლასიფიკაციას, ტანსაცმლის კონსტრუირების სისტემებს, გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, ძირითადი ხაზების დახასიათებას ნაკეთობის საწყისი ნახაზის აგების დროს, ქალის ფიგურაზე ან მანეკენზე ზომების აღების ტექნიკას, ქალის სამკერვალო ნაკეთობების - ჟაკეტის, ქვედაკაბის დეტალების კონსტრუქციული ნახაზის აგებას და თარგების ამოღების ტექნიკას.
პროგრამაში ისწავლება:
- ქალის სამკერვალო ნაკეთობათა ასორტიმენტისა და კლასიფიკაციის გამოყენება
- ადამიანის ტანაგებულების შესახებ ზოგადი ცნობების გამოყენება
- ნაკეთობის საწყისი ნახაზის აგების დროს ძირითადი ხაზების დახასიათება
- წერტილებისა და განაჭერი ნაპირების პოვნა, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად
- დანამატების განსაზღვრა და გამოყენება
- ტიპური ფიგურის ქალის ტანსაცმლის კონსტრუირებისათვის განზომილებების აბსოლუტურ სიდიდეთა ცხრილის გამოყენება
- ქალის ფიგურაზე/მანეკენზე ზომების აღების ტექნიკის გამოყენება
- ქალის სამკერვალო ნაკეთობების - ჟაკეტის, ქვედაკაბის დეტალების კონსტრუქციული ნახაზის აგება
- მცირე დეტალების კონსტრუქციული ნახაზის აგება
- აგებული კონსტრუქციული ნახაზებიდან თარგების ამოღების ტექნიკა
- თარგების ჩანახაზების გაკეთება და მასალების ხარჯვის ნორმების დადგენა
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მინიმალური ასაკი 18 წელი;
- ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება.
სწავლების ვადა: 2 თვე
დასაქმების სფერო: დიდი და მცირე სამკერვალო საწარმოები, თვითდასაქმება